შინაარსზე გადასვლა

ჟანა დ’არკის ვნებანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჟანა დ’არკის ვნებანი“
ჟანრი ისტორიული დრამა
დამდგმელი რეჟისორი კარლ თეოდორ დრეიერი
სცენარის ავტორი ჯოზეფ დელტეილი, კარლ თეოდორ დრეიერი
როლებში რენე ფალკონეტი
ოპერატორი რუდოლფ მატე
მონტაჟი მარგერიტ ბუჟო, კარლ თეოდორ დრეიერი
დისტრიბუტორი Société Générale des Films
გამოსვლის თარიღი 21 აპრილი, 1928
ხანგრძლივობა 110 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ენა მუნჯი

ჟანა დ’არკის ვნებანი (ფრანგ. La Passion de Jeanne d'Arc) — კარლ თეოდორ დრეიერის 1928 წლის ფილმი ჟანა დ'არკის შესახებ.

ორლეანელი პროვინციელი მოახლე ჟანა დ'არკი ბიჭად გადაიცვამს და ფრანგულ ჯარს ბრიტანელი დამპყრობლების დასამარცხებლად გაუძღვება. დ'არკს შეიპყრობს ბრიტანელების მოკავშირე ფრანგი და საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარადგენს, მწვალებლობის ბრალდებით. ფილმი სწორედ დ'არკის დაკითხვასა და წამებას ასახავს.

კარლ თეოდორ დრეიერმა ჟანა დ'არკის როლის შემსრულებელი რენე ფალკონეტი თეატრის სცენაზე აღმოაჩინა. მსახიობი მონაწილეობას იღებდა მსუბუქ კომედიაში. დრეიერს პროდიუსერმა მსხვილი ბიუჯეტი და სცენარი მისცა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და „ჟანა დ’არკის ვნებანის“ საცდელი ნიმუშების გადაღებები დაიწყო. მთელი ფილმი მხოლოდ ახლო და საშუალო კადრებითაა გადაღებული.

დრეიერი ფალკონეტის აიძულებდა ქვაზე მუხლებით დაცემულიყო და გამოწვეული ტკივილი სახიდან მოეშორებინა, რათა დათრგუნული ან შინაგანი დატანჯული გამოჩენილიყო. ეს ფალკონეტის პირველი და უკანასკნელი როლი აღმოჩნდა კინოში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]